„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №127/ნ |
|
2024 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ანაწილებს მოვალეობებს მართვის სისტემის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მართვის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახდენს უფლებამოსილებათა დელეგირებას;”.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სტრატეგიული განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.
3. მე-9 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერა.“.
5. 131 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:
„მუხლი 132. სტრატეგიული განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
სტრატეგიული განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) მართვის სისტემის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება და შესრულების კოორდინაცია;
ბ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
გ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დოკუმენტების (ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა;
დ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
ე) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
ვ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი და სხვა) მართვის სისტემის მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა, მხარდაჭერა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობის კოორდინაცია;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა და კოორდინაცია;
ი) მართვის სისტემის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეებისა და მიღწევების შესახებ ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა.“.
|