„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№118/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №118/ნ

2022 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) დამტკიცებულ „საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  –  განათლების   მართვის   საინფორმაციო   სისტემის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „131“ მუხლი:

მუხლი 131. შიდა აუდიტის სამსახური

1. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) მართვის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

დ) მართვის სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ე) შიდა აუდიტის განხორციელებამდე, შიდა აუდიტის ობიექტისთვის აუდიტორული  შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა;

ვ) შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) მართვის სისტემის უფროსის თანხმობის გარეშე, საქმიანობის განხორციელებისას გაცნობილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მართვის სისტემის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. მართვის სისტემაში შიდა აუდიტის ფუნქცია ხორციელდება საკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი