ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №187
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა (შემდგომში – დაწესებულება)შექმნან პირობები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად .
მუხლი 2
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის,აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 3
მე- 2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგიძლივობა .
მუხლი 4
ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მუხლი 5
არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს.
მუხლი 6
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №187
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2
მუხლის მე-4 ნაწილის
შესაბამისად, ვბრძანებ:მუხლი 1🔗
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა (შემდგომში
– დაწესებულება) შექმნან პირობები ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
.
მუხლი 2
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 3
მე-
2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგიძლივობა.
მუხლი 4
ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მუხლი 5
არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს.
მუხლი 6
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
- „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 30.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.038.016020.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.01.2016-დან.
- სად არის „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, №187, 30.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1162988/