თავი III — იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;
გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში;
ე) გარდაცვალების შემთხვევაში;
ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად;
ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება;
თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
[მუხლი 12
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1374
- 20.03.2015 კანონი №3368
- 13.12.2013 კანონი №1779
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 121. საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები 1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში; ე) გარდაცვალების შემთხვევაში; ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად; ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება; თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“,„გ 1“, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. [მუხლი 12 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება