თავი III — იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.
2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.
3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3886).
6. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისაგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.
7. სამსახურის დებულებას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს იურიდიული დახმარების საბჭო.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3886 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
[მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური
1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.
2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.
3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
5. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისგან.
6. სამსახურის დებულებასა და სამსახურის სტრატეგიას, აგრეთვე სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1374
- 06.12.2018 კანონი №3886
- 13.12.2013 კანონი №1779
წინა რედაქცია (02.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური 1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. 2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-12 დგა მე-14 მუხლების მოქმედება. 3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3886). 6. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისაგან (შემდგომში – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან. 37. სამსახურის დებულებას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს იურიდიული დახმარების საბჭო. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 [მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური 1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. და უშზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომიობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო დაზ კანონქვე ზემდებარე ნოქრმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. 42. სამსახურის საქმიანობის სახზელმწიფო კონტ არო ვრცელდება „სახჯარო სამარცთლიეს იურიდიული პირის შესახებ“ ს საქართველოს კანონის მე-11, მე-12 და მე-14 მუხლებისტ მოქმედება. 3. სამსახური არ ექვემდებარება არციიერთ ს სახელმწიფო ორგანიოსტ და ანგარო (იშვალდებულია მხოლოდგ საქართველოს პრემში – საერ-მინისტრო) ის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 54. სამსახურის დირებულქტორი (შებმდგომ − დირექტორი) ყოველწლიურასდ, არაუგვიანეს 1 მარტკიცებსა, საქართველოს პრემიუერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურიცს წინა წლის საქმიანობისტ შესახებ ანგარიშს. 5. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნი – ლი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისგან. 6. სამსახურის დებულებასა და სამსახურის სტრატეგი)ას, აგრეთვე სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]