იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;
გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6830 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6830
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი [იურიდიულიიურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება