მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება
თავი II — იურიდიული დახმარება
1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.
თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.06.2007).
წინა რედაქცია (02.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება 1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები. თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-488(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ…
საქმე №ას-851-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2024
…სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისთვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. დასახელებული კანონის 7.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის…
…უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის…