1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა არასრულწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3716 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2388 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5016 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5916 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5916
- 20.09.2019 კანონი №5016
- 30.05.2018 კანონი №2388
- 12.06.2015 კანონი №3716
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით, თუ იგი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირი, თუ იგი არის ბრალდებული ან მსჯავრდებული. [მუხლი 41 . იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი 1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). 2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა არასრულწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით. 3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება