1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.
2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.
4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დრო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.06.2007).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
…განჩინებით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. პალატის განმარტებით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები პირდაპირ ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს…
საქმე №ას-770-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2019
…შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, ასევე, მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: 1. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება: 1.1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულია ამ კანონის მიზანი და დადგენილია, რომ იგი საქართველოს…
…არ დაკმაყოფილდა. 7.3.სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მესამე პირის წარმომადგენლის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე უსაფუძვლობის გამო ,,იურიდიული დახმარების შესახებ „საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული…