თავი III — იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:
ა) აიღოს სესხი;
ბ) განახორციელოს თავდებობა;
გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი;
დ) განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები.
[
დ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1374).
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
2. სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება:
ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება;
ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1374
- 13.12.2013 კანონი №1779
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს 1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) აიღოს სესხი; ბ) განახორციელოს თავდებობა; გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი; დ) განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები. [ დ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1374). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 2. სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება; ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება