თავი III — იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი.
3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
[მუხლი 12. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1374
- 13.12.2013 კანონი №1779
წინა რედაქცია (02.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. საბჭოს თავმჯდომარე 1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი. 3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს. [მუხლი 12. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]