1. იურიდიული კონსულტაცია ხორციელდება იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილ საკონსულტაციო ცენტრებში. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობაა არა უმეტეს ერთი საათისა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკონსულტაციო ცენტრში, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

3. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო, რეესტრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრი.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.3