1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4. დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბჭოს წევრი. უფლებამოსილების ვადის განმავლობაში დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

5.
დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ)
თუ მან დაარღვია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ე) თუ იგი უხეშად ან სისტემატურად არღვევს კანონს, სამსახურის დებულებას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ვ) გარდაცვალების შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ 1“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4359 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2217 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

[მუხლი 13. დირექტორი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში.

3. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4. დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

5. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1
მუხლის შესაბამისად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1
მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების შეწყვეტის) საფუძველია მის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026