1. სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) განსაზღვრა;

დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა);

დ2) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციებისა და რაოდენობის განსაზღვრა;

ე)
სხვა

გადაწყვეტილებები

საჯარო

სამართლის

იურიდიული

პირის

ქონებასთან

დაკავშირებით
,თუ

ისინი

სცილდება

ჩვეულებრივი

საქმიანობის

ფარგლებს
.

2. ამ

მუხლის

პირველი

პუნქტის
„ბ“
და
„გ“
ქვეპუნქტებით

გათვალისწინებულ

ქმედებათა

განსახორციელებლად

აუცილებელია

საქართველოს

ფინანსთა

სამინისტროს
(ავტონომიური

რესპუბლიკის

უმაღლესი

აღმასრულებელი

ორგანოს

მიერ

დაფუძნების

შემთხვევაში
–
შესაბამისი

ავტონომიური

რესპუბლიკის

ფინანსების

სფეროში

მოქმედი

სამინისტროს
)
თანხმობა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

4. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა კულტურის, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა), ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

5. (ამოღებულია - 17.12.2025, №1294).

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1350-სსმI, №16, 07.07.2009წ., მუხ.82

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3536-სსმI, №47, 05.08.2010წ., მუხ.310

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5654 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №119 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2098 – ვებგვერდი, 14.03.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2937 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4380 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №153 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1228 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3031 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №353 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3839 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4214 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1294 – ვებგვერდი, 23.12.2025