საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №290

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილების საფუძვლები შეთანხმებულ იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის (დანართი №1) .საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა (დანართი №2) და სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის (დანართი №3) 2016 წლის ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. 

      

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი