საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2017 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №135
2017 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2017 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების თაობაზე
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებულ იქნეს სსიპ − შემოსავლების სამსახურის (დანართი №1), სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა (დანართი №2) და სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის (დანართი №3) 2017 წლის ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები.
2. განკარგულება გავრცელდეს 2017 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი