ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 64
2013 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების ( ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება), „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად დ ა ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე ხარჯვა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებული წლიური ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის საფუძველზე;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს მთავრობის მიერ მათი ბიუჯეტების შეთანხმებამდე, უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ წლიური სახელმწიფო შესყიდვები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უწყვეტ მომსახურებებზე, ასევე ორგანიზაციისათვის სხვა აუცილებელ შესყიდვის ობიექტებზე;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა არაუგვიანეს 2013 წლის 1 თებერვლისა უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების თაობაზე;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტები ს , საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი