განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050797
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050797

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№19აპ-18 21 მაისი, 2018 წელი

ნ-----–--–---–ი მ------, 19აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ლეონტი ა----–---–-სა დამსჯავრდებულ მ------ ნ-----–--–---–ის ადვოკატების - გ---- ს------სა და ც------ წ-------–ის საკასაციო საჩივრებითბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე;

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11იანვრის განაჩენით მ------ ნ-----–--–---–ი (მონაწილეობის გარეშე), – დ----------–-------–-–-----------–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 341-ე მუხლითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებებში (2000 წლის 5 მაისის რედაქცია); მ------ ნ-----–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა; არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი მოპასუხე მ------ ნ-----–--–---–ის მიერ 951 222.5 აშშ დოლარის ეკვივალენტის თანხის დაკისრებისა და 43 980 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე;

 

2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მ------ ნ-----–--–---–ს ბრალად ედებოდა: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლი; 2000 წლის 5 მაისის რედაქცია); სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი, სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2000 წლის 5 მაისის რედაქცია), კერძოდ:

 

მუშაობდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “ე--------------–-ის” თავმჯდომარედ და წარმოადგენდა მოხელეს.

 

2000 წლის 19 ივლისს “სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 11 ნოემბრის N------- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2000 წლის 14 ივლისის სხდომის N-- ოქმის საფუძველზე, თ---–--–-, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს “ე--------------–-ასა“ და ფ----–- რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ა---------ს” შორის 2000 წლის 19 ივლისს დაიდო გარკვეული იურიდიული შედეგის წარმომშობი სამართლებრივი მნიშვნელობის დამადასტურებული N-- ხელშეკრულება. ხელშეკრულებას სსიპ “ე--------------–-ის” სახელით ხელი მოაწერა მისმა თავმჯდომარემ მ------ ნ-----–--–---–მა, ხოლო შპს „ა---------ის” სახელით საზოგადოების დირექტორმა მ. მ------ამ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა--------“ კისრულობდა ვალდებულებას, მოეხდინა შემკვეთის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ე--------------–-ის“ ობიექტის დემონტაჟი, კერძოდ, შპს „ა---------ს“ მ-----ის რაიონის სოფელ ხ--–ის ტერიტორიაზე სსიპ „ე--------------–-ის“ ფილიალის „ხ--------------–----------------–-ის“ ბალანსზე რიცხული გამოუყენებელი ობიექტების დემონტაჟი და შავი ლითონის გაბარიტულ ჯართად მიღება. ამავე ხელშეკრულებით, ერთი ტონა პროდუქციის ფასი (დემონტაჟი და ჯართის ღირებულება) განისაზღვრა 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი. მ. ნ-----–--–---–მა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის და გამორჩენის მიღების მიზნით და გააყალბა აღნიშნული ხელშეკრულება, კერძოდ, თავისი ხელმოწერით დაამოწმა ისეთი ხელშეკრულება, რომელშიც შპს „ა---------ს“ წარმოადგენდა 2000 წლის 4 მაისს გარდაცვლილი დირექტორი ვ-–- მ------ა. მანვე ხსენებული ხელშეკრულების გაფორმებისას დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის (საბაზრო ფასი) მოთხოვნები და ხელშეკრულებაში ხელოვნურად შემცირებული ფასის მითითებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ე--------------–-ის“ ინტერესების საზიანოდ, ნება დართო შპს „ა---------ს” სიმბოლურ ფასად, 5 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად მიეღო შავი ლითონის გაბარიტული ჯართი. სულ, 2000 წლის 3 აგვისტოდან - 7 ნოემბრამდე პერიოდში, შპს „ა---------მა“ დაჭრა და გაიტანა 988 ტონა შავი ლითონის ჯართი, რის სანაცვლოდაც, შპს „ა---------ის“ მიერ სსიპ „ე--------------–-ის“ სასარგებლოდ ანაზღაურდა მხოლოდ 600 ტონის ღირებულება, სულ 5910 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც აღნიშნულ პერიოდში ერთი ტონა შავი ლითონის ჯართის საბაზრო ფასი შეადგენდა 60 ლარს. მ. ნ-----–--–---–მა თავისი მიზანმიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, შავი ლითონის ჯართის ღირებულების ხელოვნურად შემცირებით, სსიპ „ე--------------–-ას“ მიაყენა 33 580 ლარის ზარალი, რამაც იურიდიული პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

1998 წლის 19 იანვარს იაპონიის ს-------–-----------------------------------------------–------–--------------სა (O--------) და საქართველოს მთავრობის სახელით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დაიდო N------ საკრედიტო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობისათვის 5,332 მილიარდი ი---------- იენის კრედიტის გაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ენერგოსისტემის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებას.

 

1999 წლის 7 აპრილს კრედიტის მიმღებს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კომპანია “ს-----------------–-ას” შორის გაფორმდა ქვესასესხო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, კრედიტის მიმღებმა 1998 წლის 19 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების პირველი ცხრილის მე-3 ნაწილის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ “პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს” - ს/კ “ს-----------------–-ას” გადაასესხა 4.397.000.000 ი---------- იენი, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა მხოლოდ პროექტის განსახორციელებლად, კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურების “ლ----------სა” და “ხ--------ზე” აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულებით “ე--------------–-ას,” როგორც პროექტების აღმასრულებელ სააგენტოს, დაევალა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზედამხედველობა და სამუშაოთა შესრულების მიხედვით საკრედიტო რესურსიდან გამოყოფილი თანხების განკარგვა.

 

საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 18 ნოემბრის N------- ბრძანებით, იმავე წლის 6 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის კანონში “მეწარმეთა შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად, სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია “ს-----------------–-ის” ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება “ე--------------–-ა.” ვინაიდან ს/ს “ე--------------–-ა” წარმოადგენდა ს/კ “ს-----------------–-ის” სამართალმემკვიდრეს, მასვე დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ს/კ “ს-----------------–-ას” შორის 1998 წლის 7 აპრილს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.

 

1999 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და “A---------------ს” შორის გაფორმდა მენეჯმენტის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ამ უკანასკნელს მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (N------) ფარგლებში აღსადგენი ს/ს “ე--------------–-ის” კუთვნილი ერთ-ერთი ობიექტი ჰიდროელექტროსადგური “ხ-------.”

 

2000 წლის 18 თებერვალს N--------------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა “ს-------–-----------------------------------------------–------–--------------ს” (O--------), რომლითაც ითხოვდა გამოყოფილი კრედიტის მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების “ლ----------სა” და “ხ--------ის” რეაბილიტაციისათვის გამოყენებას, რაზეც იმავე წლის 27 მარტს მიიღო თანხმობა.

 

2000 წლის 22 თებერვალს ს/ს “გ--------------–----------–-----სა” და ს/ს “ე--------------–-ას” შორის გაფორმდა “ს-------–-----------------------------------------------–------–--------------ის” (O--------) კრედიტის საბანკო მომსახურების ხელშეკრულება.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის N-- ბრძანებულებით, ს/ს “ე--------------–-ის“ ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ე--------------–-ა” და მის თავმჯდომარედ იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტის N--- განკარგულებით დაინიშნა მ------ ნ-----–--–---–ი. ვინაიდან სსიპ “ე--------------–-ა” წარმოადგენდა ს/ს “ე--------------–-ის“ სამართალმემკვიდრეს, მასვე დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ს/კ “ს-----------------–-ას“ შორის 1998 წლის 7 აპრილს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.

 

2000 წლის 10 აპრილს სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარე მ------ ნ-----–--–---–მა N----------- წერილით მიმართა ს/ს “გ--------------–----------–-----ს,“ რომლითაც ითხოვდა, 1999 წლის 17 ნოემბერს კონსორციუმ “A---------------------”-სთან გაფორმებული საკონტრაქტო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით, აკრედიტივის გახსნას ხელშეკრულების თანხის - 1999346639 იაპონურ იენად შეფასებულ ნაწილზე. ამ აკრედიტივის გახსნა გათვალისწინებული იყო 1998 წლის 19 იანვარს “ს-------–-----------------------------------------------–------–--------------სა” (O--------) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით (N------), 1999 წლის 31 დეკემბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა” და “T--------------------------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და 1998 წლის ივლისის თვითდათარიღებული “ს-------–-----------------------------------------------–------–--------------ის“ (O--------) ვალდებულების პროცედურებით.

 

სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მ------ ნ-----–--–---–მა განიზრახა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა და ნაცვლად იმისა, რომ 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულების 4.1.4 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე დაეყენებინა საკითხი ჰიდროელექტროსადგურ “ხ--------ის“ დაფინანსების ნაწილში ხელშეკრულების შეჩერებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ, ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (N------) ფარგლებში აღსადგენი ობიექტი ჰიდროელექტროსადგური “ხ-------” უკვე გადაცემული იყო მართვის უფლებით კერძო მესაკუთრეზე - “A---------------ზე,“ ამ ობიექტზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გახარჯული “ს-------–-----------------------------------------------–------–--------------ისაგან“ (O--------) მიღებული კრედიტის საბანკო მომსახურების თანხების ანაზღაურების მიზნით ს/ს “გ--------------–-----------–-------დან“ არაერთგზის გამოიტანა მოკლევადიანი სესხი (წლიური 36 %) 1 056293,38 ლარის (სავალუტო კურსით - 538 897,70 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც შემდგომში გატარდა (ჩამოიწერა) ხარჯებში და სსიპ “ე--------------–-ას“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი, კერძოდ, 2000 წლის 10 აპრილს სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარემ მ------ ნ-----–--–---–მა N----------- წერილით კვლავ მიმართა ს/ს “გ--------------–----------–-----ს,“ რომლითაც ითხოვდა, 3 თვის ვადით 400 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას. ამ სესხის გამოყოფის მიზნად იგი მიუთითებდა კონსორციუმების “A----------------------სა” და “E--------------------------------------------------------------------------------------ის“ სასარგებლოდ გადახდილი აკრედიტივების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას.

 

2000 წლის 17 აპრილს კავშირის (ასოციაცია) “ს----------–------–--------------------------------------” თავდებობით, ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უნაღდო ანგარიშსწორებით 3 თვის ვადით 400 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო 2000 წლის 22 თებერვალს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გაფორმებული საბანკო მომსახურეობის გადასახადის ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36 %-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2000 წლის 17 ივლისისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, 2000 წლის 30 ივნისს სსიპ “ე--------------–-ას“ კრედიტის სახით გამოეყო 383 897,70 აშშ დოლარი ანუ 752 477,88 ლარი, რომელიც იმავე დღეს ბანკმა მიმართა აკრედიტივის მომსახურებისათვის. 2000 წლის 22 დეკემბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გაფორმდა 2000 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებაზე N- დამატება, რომლის თანახმად, 400000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა გაგრძელდა 2001 წლის 30 მარტამდე.

 

ს/ს “გ--------------–----------–-----თან” საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 7 დღის შემდეგ, ე. ი 2000 წლის 24 აპრილს, სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარე მ------ ნ-----–--–---–მა N----------- წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლითაც ითხოვდა, 1999 წლის 7 აპრილს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურების “ლ----------სა“ და “ხ--------ის“ რეაბილიტაციისათვის ხელმოწერილი კონტრაქტების ეფექტურობისა და ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით, ს/ს “გ--------------–-----------–-------დან“ მოკლევადიანი სესხის აღებაზე თანხმობას.

 

2000 წლის 25 აპრილის N---------------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ნება დართო სსიპ “ე--------------–-ას“ ბანკიდან მოკლევადიანი სესხის აღებაზე იმ პირობით, რომ სსიპ “ე--------------–-ას“ სესხი უნდა დაეფარა საკუთარი შემოსავლებით.

 

ამრიგად, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარე მ------ ნ-----–--–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგური “ხ-------” უკვე არ მიეკუთვნებოდა სსიპ “ე--------------–-ას“ არ მიიღო ზომები 1999 წლის 7 აპრილს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების 4.1.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურ “ხ--------ის“ დაფინანსების ნაწილში ამ ხელშეკრულების მოქმედების შესაჩერებლად და მასში ცვლილებების შესატანად. ნაცვლად ამისა, 2000 წლის 17 აპრილს მ. ნ-----–--–---–მა ს/ს “გ--------------–-----------–-------დან“ გამოიტანა მოკლევადიანი სესხი 383 897,7 აშშ დოლარის ანუ 752477,88 ლარის ოდენობით, რომლითაც აანაზღაურა “A--------------.”-ის მართვაში არსებული ჰიდროელექტროსადგური “ხ--------ზე“ გახარჯული კრედიტის საბანკო მომსახურების თანხა. შემდგომში, ჰიდროელექტროსადგურ “ხ--------ზე“ გახარჯული კრედიტის საბანკო მომსახურების ეს თანხა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გატარდა (ჩამოიწერა) ხარჯებში, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 658 116 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 375 188 აშშ დოლარი და 2007 წლის მდგომარეობით პროცენტის თანხა - 282 928 აშშ დოლარი) ზიანი.

 

მ. ნ-----–--–---–ი აგრძელებდა მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებას მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სსიპ “ე--------------–-ის” კუთვნილი ქონების გაფლანგვის განზრახვით და 2000 წლის 17 აპრილს კვლავ კავშირის (ასოციაცია) “ს----------–------–--------------------------------------” თავდებობით, ს/ს “გ--------------–----------–-----თან” გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უნაღდო ანგარიშსწორებით 3 თვის ვადით 155 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო კონსორციუმ “A-----------------------------სათვის“ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების წინასწარი ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2000 წლის 17 ივლისისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში არდაფარვის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ს/ს “გ--------------–------------–------კმა“ სსიპ “ე--------------–-ას“ კრედიტის სახით გამოუყო 155 000 აშშ დოლარი ანუ იმ პერიოდისათვის არსებული კურსით (1 აშშ დოლარი - 1,9601 ლარი) 303 815,5 ლარი, რომელიც იმავე დღეს მიემართა დანიშნულებისამებრ. 2000 წლის 22 დეკემბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა” და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გაფორმდა 2000 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებაზე N- დამატება, რომლის თანახმად, 155000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა გაგრძელდა 2001 წლის 30 მარტამდე.

 

ს/ს “გ--------------–----------–-----თან” საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 7 დღის შემდეგ, ე. ი 2000 წლის 24 აპრილს სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარე მ.ნ-----–--–---–მა N----------- წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლითაც ითხოვდა, 1999 წლის 7 აპრილს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად ჰიდროელექტროსადგურების “ლ----------სა” და “ხ--------ს“ რეაბილიტაციისათვის ხელმოწერილი კონტრაქტების ეფექტურობისა და ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით, ს/ს “გ--------------–-----------–-------დან“ მოკლევადიანი სესხის აღებაზე თანხმობას.

 

2000 წლის 25 აპრილის N--------------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ნება დართო სსიპ “ე--------------–-ას” ბანკიდან მოკლევადიანი სესხის აღებაზე იმ პირობით, რომ სსიპ “ე--------------–-ას” სესხი უნდა დაეფარა საკუთარი შემოსავლებით.

 

ამრიგად, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარე მ. ნ-----–--–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგური “ხ-------” უკვე აღარ მიეკუთვნებოდა სსიპ “ე--------------–-ას,“ არ მიიღო ზომები 1999 წლის 7 აპრილს ქვესასესხო ხელშეკრულების 4.1.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად ჰიდროელექტროსადგურ “ხ--------ს“ დაფინანსების ნაწილში ამ ხელშეკრულების მოქმედების შესაჩერებლად და ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად. ნაცვლად ამისა, 2000 წლის 17 აპრილს მ.ნ-----–--–---–მა ს/ს “გ--------------–-----------–-------დან“ გამოიტანა მოკლევადიანი სესხი 303815,50 ლარის (სავალუტო კურსით _ 155 000 აშშ დოლარი) ოდენობით, რომლითაც წინასწარ აანაზღაურა “A---------------ის“ მართვაში არსებული ჰიდროელექტროსადგურ “ხ--------ზე“ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება. შემდგომში, ჰიდროელექტროსადგურ “ხ-------”-ზე გახარჯული კრედიტის საბანკო მომსახურების ეს თანხა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გატარდა (ჩამოიწერა) ხარჯებში, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 255 238 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 155 000 აშშ დოლარი და 2007 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით პროცენტის თანხა - 100 238 აშშ დოლარი) ზიანი.

 

მანვე, 2000 წლის 10 ივლისს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 44 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36 %-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2000 წლის 30 სექტემბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42 %. მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 44 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 7 951,00 აშშ დოლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით, სულ - 7 951,00 აშშ დოლარი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2000 წლის 3 ნოემბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 43 007 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის. მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36 %-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2000 წლის 3 დეკემბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 43 007 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 1686,00 აშშ დოლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 1686,00 აშშ დოლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 10 იანვარს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 43200 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის. მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 10 თებერვლისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში, მ.ნ-----–--–---–მა ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა 43200 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 2374,75 აშშ დოლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 2374,75 აშშ დოლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 14 მაისს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 43206,51 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის. მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36 %-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 14 ივნისისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42 %. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 43206,51 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 2541,00 აშშ დოლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 2541,00 აშშ დოლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 11 ივლისს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 81 377 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო შპს “ა----–--------------სათვის” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 10 აგვისტოსათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 81377 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 1686,00 ლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 1686,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 11 ივლისს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 43007,76 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 11 აგვისტოსათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 43007,76 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 1928,00 აშშ დოლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 1928,00 აშშ დოლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 28 აგვისტოს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 51343 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო შპს “ა----–--------------სათვის” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 28 სექტემბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 51343 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 962,00 ლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 962,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 29 აგვისტოს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 37900 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო შპს “ა----–--------------სათვის” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 29 სეტემბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის სსიპ - “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 37900 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 710,00 ლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 710,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 8 ოქტომბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 39260 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო შპს “ა----–--------------სათვის” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 8 ოქტომბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხის 39260 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 1123,00 ლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 1123,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 8 ოქტომბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 43007,76 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო”ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 5 ნოემბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 43007,76 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი 2173,00 აშშ დოლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 2173,00 აშშ დოლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 13 ნოემბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 52061 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო შპს “ა----–--------------სათვის” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება- საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2001 წლის 13 დეკემბრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის სსიპ - “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 52061 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 1232,00 ლარი დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 1232,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2001 წლის 29 დეკემბერს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 270562,00 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ა-–-------------------------თან” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2002 წლის 29 იანვრისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 270562 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 4537,00 ლარის დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 4537,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2002 წლის 9 იანვარს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 8932 ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო შპს “ა----–--------------სათვის” მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2002 წლის 9 თებერვლისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 8932 ლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 150,00 ლარის დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 150,00 ლარის ზიანი.

 

მანვე, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, 2002 წლის 9 იანვარს ს/ს “გ--------------–----------–-----სა“ და სსიპ “ე--------------–-ას“ შორის გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 43007,76 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–--------------თვის“ (F-----) მომსახურების ანაზღაურება. საბანკო კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი - სსიპ “ე--------------–-ა” ვალდებულებას იღებდა: საბანკო კრედიტის ოდენობის წლიური 36%-ის გადახდას, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ძირითადი ვალის დაფარვასთან ერთად და სესხის დაფარვას 2002 წლის 9 თებერვლისათვის, ხოლო სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებლის - სსიპ “ე--------------–-ის” დავალიანებას დაერიცხებოდა წლიური 42%. შემდგომში მ.ნ-----–--–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული კრედიტი და სესხის სარგებლობის პროცენტი დაეფარა “ე--------------–-ის” შემოსავლებით, მიღებული სესხის ძირითადი თანხა - 43007,76 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 1584,00 აშშ დოლარის დაფარა ი---------- კრედიტის თანხებით, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 1584,00 აშშ დოლარის ზიანი.

 

2000 წლის 28 იანვარს “ე--------------–-ასა“ და კონსორციუმ E------- შორის საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმდა G----- კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, კონსორციუმს დაევალა “ხ--------ის“ და “ლ----------ს” ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესში “ე--------------–-ისათვის” საინჟინრო კონსულტაციის გაწევა. კონტრაქტი სხვა ვალდებულებებთან ერთად, ითვალისწინებდა პროექტის აღმასრულებელი რგოლის (P--) ინჟინრების ტრენინგის ხარჯებს. კერძოდ, 2003 წლის 21 ივნისამდე მოქმედების ვადით გაფორმებულ კონტრაქტში პროცესის აღმასრულებელი რგოლის (P--) 6 ინჟინრის ტრენინგის ხარჯებისათვის გათვალისწინებული იყო 36.000 აშშ დოლარი.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ე--------------–-ის” თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში მ------ ნ-----–--–---–მა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა და 2001 წლის სექტემბერში ი----–--ში ტრენინგებზე, ნაცვლად იმისა, რომ მიევლინებინა მხოლოდ პროექტის აღმასრულებელი რგოლის (P--) ინჟინრები, როგორც ამას ითვალისწინებდა E--------სთან დადებული კონტრაქტი, ამ კონტრაქტის დარღვევით, ტრენინგზე მისავლინებელ პირთა სიაში შეიყვანა ისეთი პირები, რომლებიც საერთოდ არ ირიცხებოდნენ “ე--------------–-ის” საშტატო განრიგში და სამსახურებრივად არ ევალებოდათ ტრენინგზე გამგზავრება. კერძოდ, ი----–--ში გამგზავრებულ პირთა სიაში მოხვდნენ მ.ნ-----–--–---–ის ახლო ნათესავები: მისი მეუღლე ი--- ქ-------, სიმამრი ა---------– ქ-------, თვითონ მ------ ნ-----–--–---–ი, მისი მოადგილე გ--- ჩ--------- და “ს----------------------–-------------------------------–-----------------–----–----------ოს” (F-----) გენერალური დირექტორი მ-----– ნ------–---–-. მ.ნ-----–--–---–მა ისარგებლა იმით, რომ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით შეეძლო, განეკარგა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსები, იმ პირებს, რომლებიც არ ირიცხებოდნენ “ე--------------–-ის” საშტატო განრიგში, საკრედიტო რესურსის თანხებიდან უსაფუძვლოდ აუნაზღაურა ი----–--ში მათი ყოფნის ხარჯები, სულ - 17 630,75 აშშ დოლარი, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა სხვისი, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის, რამაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ამდენად, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სსიპ “ე--------------–-ის” თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მ------ ნ-----–--–---–ის მიზანმიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად არაერთგზის გაიფლანგა დიდი ოდენობით - 951 222,5 აშშ დოლარისა და 43 980 ლარის სახელმწიფო ქონება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორებმა - ლეონტი ადეიშვილმა და ზაზა სუხიშვილმა, რომლებმაც ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ------ ნ-----–--–---–ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მისი ¼ ით შემცირება და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მისი ¼ ით შემცირება და 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მისი განახევრება და 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მისი განახევრება და 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხე მ------ ნ-----–--–---–ისათვის 951 222.5 აშშ დოლარის ეკვივლენტი ლარისა და 43. 980 ლარის ანაზღაურება საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სასარგებლოდ.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით პროკურორების - ლეონტი ა----–---–-სა და ზაზა სუხიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი გაუქმდა:

 

მ------ ნ-----–--–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2000 წლის 5 მაისის რედაქცია);

მ------ ნ-----–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 341-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2000 წლის 5 მაისი რედაქცია);

 

მ------ ნ-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 50 000 ლარი; სსკ-ის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მ------ ნ-----–--–---–ი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა.

 

სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.

 

5. კასატორი – საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი ლეონტი ა----–---–- ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში (გარდა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილისა) ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მის განახევრებასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას; სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მის განახევრებასა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას; აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებასა და მოპასუხე მ------ ნ-----–--–---–ისათვის 951 222.5 აშშ დოლარის ეკვივლენტი ლარისა და 43. 980 ლარის ანაზღაურებას საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სასარგებლოდ.

 

6. პროკურორის პოზიციით, მ------ ნ-----–--–---–ი ვალდებული იყო, ფინანასთა სამინისტროს წინაშე „ხ--------ის“ დაფინანსების ნაწილში ხელშეკრულების შეჩერების საკითხი დაესვა. ის, რომ ახალი კერძო სუბიექტის შემოსვლამ ნამდვილად საფრთხე შეუქმნა პროექტის განხორციელებას, დადასტურებულია თავად მ. ნ-----–--–---–ის წერილებით. აღსანიშნავია, რომ სსიპ „ე--------------–-ას“ საქართველოს ფინანასთა სამინისტროსაგან არ მიუღია თანხმობა იმის შესახებ, რომ ახალი კრედიტით სარგებლობის საპროცენტო თანხები დაეფარა ი---------- კრედიტით, რაც მაინც განხორციელდა თვითნებურად და დაირღვა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულების მოთხოვნები. მ------ ნ-----–--–---–ის განზრახვასთან მიმართებით სასამართლოს მტკიცებულებები უნდა შეეფასებინა შინაგანი რწმენით.

 

7. ი----–--ში გამართულ ტრენინგთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ტრენინგზე მივლინებული პირები „ე-------------–-ის“ საშტატო სიაში არ ირიცხებოდნენ. ეს პირები იყვნენ მ------ ნ-----–--–---–ის ახლო ნათესავები, მაგალითად, მეუღლე და სიმამრი. კონტრაქტით კი გათვალისწინებული იყო მხოლოდ P---ს ინჟინრების ტრენინგი. ვიზების უზრუნველყოფას, ბუნებრივია, რომ ი----–-ის მხარე მოაგვარებდა, მაგრამ ფინანსებს ქართული მხარე ანაზღაურებდა. მართლია, ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებდა მიზნობრიობას, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი იყო, მას შეემოწმებინა ტრენინგზე ინჟინრების ნაცვლად მეუღლისა და სიმამრის წაყვანის ფაქტი. საქმეში არსებული სერტიფიკატები არ შეიძლება მ------ ნ-----–--–---–ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს.

 

8. კასატორები - მსჯავრდებულ მ------ ნ-----–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ---- ს------ და ც------ წ--------–ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის შეცვლას მ------ ნ-----–--–---–ის სასარგებლოდ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში მის გამართლებას.

 

9. ადვოკატების მითითებით, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი და 341-ე მუხლი სასამართლომ გადააკვალიფიცირა, რის გამოც მ------ ნ-----–--–---–ს, ფაქტობრივად, ახალი ბრალდება წარუდგინა. მ------ ნ-----–--–---–ის ქმედებებში გულგრილობის ნიშნების არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

 

10. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სარეალიზაციო ჯართის ღირებულება განსაზღვრა 2000 წლის 28 ივლისის კომისიის სხდომამ. N-- ხელშეკრულება დაიდო 2000 წლის 14 ივლისის კომისიის სხდომის N-- ოქმის საფუძველზე; მ. ნ-----–--–---–მა, როგორც ე--------------–-ის თავმჯდომარემ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სოფელ ჯ---ის გამგებლის მიერ წამოჭრილი პრობლემა კანონის ფარგლებში მოგვარებულიყო. სასამართლო მოწმე ლ--–- ც----ას ჩვენებას არგუმენტად იყენებს მსჯავრდების დასაბუთების ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში მის ჩვენებას არ იზიარებს. ლ--–- ც----ა განმარტავს, რომ მ------ ნ-----–--–---–მა არ იცოდა ხელშეკრულების დადების დროს შპს „ა---------ის“ დირექტორის გარდაცვალების ფაქტი.

 

11. მ------ ნ-----–--–---–ი ვალდებული არ იყო, ნოტარიუსის მსგავსად, შეემოწმებინა ხელშეკრულების მეორე მხარის წარმომადგენლის ქმედუნარიანობა. უტყუარად არც ის დადასტურებულა, რომ ხელშეკრულებას ხელი უშუალოდ მ------ ნ-----–--–---–თან მოეწერა. ამასთან, მის ქმედებას არ გამოუწვევია ზიანი, პირიქით - „ხ----------ის“ ბალანსზე არსებული იმ ობიექტების დემონტაჟი მოხდა, რომლებიც მუდმივად იძარცვებოდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ------ ნ-----–--–---–ის სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების თაობაზე და ეთანხმება პალატის დასკვნას, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - გ------- ჭ----------ის, ვ-–-------- თ-------ას, თ------ მ-------ის, დ----- მ---–----–--ას, ლ----- ჯ-------ისა და მ-----– ნ------–---–-ს ჩვენებებით, 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულებით, სსიპ „ე--------------–-ის“ დებულებით, სსიპ „ე--------------–-ის“ თავმჯდომარის - მ------ ნ-----–--–---–ის წერილებით, სს „გ--------------–----------–-----თან“ სსიპ „ე--------------–-ის“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით, კონსულტანტთა სამუშაოების მე-6 და მე-9 განახლებებით) არ დასტურება მ------ ნ-----–--–---–ის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

 

3. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დეტალური და არგუმენტირებული მსჯელობა ჰიდროელექტროსადგურ „ხ--------ის“ დაფინანსების ნაწილში ხელშეკრულების შეჩერების, გ--------------–-----------–-------დან აღებული სესხების 1998 წლის 19 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით გამოყოფილი თანხებიდან დაფარვისა და ი----–-ის ტრენინგის ეპიზოდთან დაკავშირებულ საკითხებზე საკასაციო პალატის მიერ სრულად იქნა გაზიარებული.

 

4. რაც შეეხება სამსახურებრივი სიყალბის ბრალდების ეპიზოდს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ქმედება შეაფასა, როგორც სამსახურებრივი გულგრილობა და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5. სააპელაციო პალატის მითითებით, მ------ ნ-----–--–---–მა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა, ვინაიდან ხელშეკრულების ხელმომწერი მეორე მხარე (შპს „ა---------ის” დირექტორი) ხელშეკრულების დადების დროს იყო გარდაცვლილი, რაც მან არ შეამოწმა. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მ------ ნ-----–--–---–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

 

6. მოწმე გ------ მ------ას განმარტების თანახმად, თავის ძმას მ---------- ერქვა, თუმცა, პასპორტში ვ-–- ეწერა. მოწმემ N-- ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერის მისი ძმისადმი კუთვნილება უარყო, ვინაიდან იგი იყო განსხვავებული და არ შეესაბამებოდა რეალურს. ამასთან, მან განმარტა, რომ, ძმის ხელმოწერა არაერთხელ აქვს ნანახი, მაგალითად, როდესაც მ---------თან პენსია მიჰქონდათ ხოლმე.

 

7. გარდაცვალების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ-–- ა-----–---ის ძე მ------ას გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2000 წლის 4 მაისი.

 

8. მოწმე ლ--–- ც----ამ, რომელიც მუშაობდა ე--------------–-ის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ N-- ხელშეკრულების პროექტი მან მ------ ნ-----–--–---–ის დავალებით მოამზადა. მ. ნ-----–--–---–ი ხელშეკრულების გასაფორმებლად პირადობის მოწმობას არ ითხოვდა და იმდროინდელი ხელშეკრულების შაბლონებში პირადი ნომერი არც იწერებოდა. მოწმის ჩვენებით, ე--------------–-აში იმ პერიოდში შპს „ა---------ის“ წარმომადგენლები დადიოდნენ, მაგრამ მათ პირადად არ იცნობდა.

 

9. 2000 წლის 19 ივლისს გააფორმებული N-- ხელშეკრულების თანახმად, სსიპ „ე--------------–-ას” თავმჯდომარის სახით წარმოადგენს მ------ ნ-----–--–---–ი („შემკვეთი“), ხოლო შპს „ა---------ს” - დირექტორი მ--------- მ------ა („შემსრულებელი“); შპს „ა---------მა“ იკისრა ვალდებულება, მოეხდინა შემკვეთის ობიექტის დემონტაჟი, შავი ლითონის გაბარიტულ ჯართად („პროდუქცია“) მიღება და მასში ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2000 წლის 19 ივლისის N-- ხელშეკრულებაში საიდენტიფიკაციო ნომრის გრაფა მითითებული არ არის, რაც შესაბამისობაშია მოწმე ლ--–- ც----ას ჩვენებასთნ, რომლის თანახმდაც, იმდროინდელი ხელშეკრულების შაბლონებში პირადი ნომერი არ იწერებოდა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ლ--–- ც----ას ჩვენების იმ ნაწილსაც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „ე--------------–-აში“ იმ პერიოდში შპს „ა---------ის“ წარმომადგენლები დადიოდნენ. ამდენად, მ------ ნ-----–--–---–ისა და შპს „ა---------ის“ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა არ იყო ერთჯერადი, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების მეორე მხარის პიროვნების რეალურობაში უნდობლობის ან დაეჭვების საფუძველს. მითუმეტეს, შპს „ა---------ის“ წარმომადგენელმა ხელშეკრულება დაამოწმა თავისი კომპანიის ბეჭდითაც, კერძოდ, N-- ხელშეკრულებაში აღნიშნულ ბეჭედზე იკითხება წარწერა - შპს „ა--------“ ქართული და ლათინური ასოებით. შესაბამისად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მ------ ნ-----–--–---–ს ეჭვი უნდა შეეტანა ხელშეკრულების მეორე მხარის პიროვნებაში და შეემოწმებინა ხელშეკრულების გაფორმების დროს დირექტორის გარდაცვალების ფაქტი.

 

11. ქმედების საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სამსახურებრივი გულგრილობა (განსხვავებით სსკ-ის 341-ე მუხლის შემადგენლობისგან), სავალდებულოა იწვევდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას. ბრალდების ამ ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომ კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევად მიუთითა: შესაბამისი პირების მხრიდან „ხ----------ის“ ბალანსზე არსებული ობიექტების დემონტაჟის, ჯართის გატანის, ხოლო შემდგომში - „რ------ის“ ფირმის დანადგარის არამითითებისამებრ გამოყენების ფაქტებზე.

 

12. ამ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ხ----------ის ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობების სიძველისა და საშიში კრიმინოგენური ვითარების გამო, აუცილებელი იყო მათი იმ ტერიტორიიდან გატანა, კერძოდ, „ე----------–--ის“ დირექტორის - ვ. გ------ის მიერ „ხ----------ის დირექციის“ დირექტორის მ. ა--------ის (ასლის სახით წ--–------ის რაიონის ჯ---ის ფილიალის პოლიციის უფროსს) სახელზე 2000 წლის 2 ივნისს შედგენილი წერილით დასტურდება გახშირებული ქურდობისა და სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტები. წერილით ვ. გ------ე “ხ----------ის“ კუთვნილი ძირითადი საშუალებების, კერძოდ, ამერიკული წარმოების ბეტონჩამწყობი მექანიზმიდან („რ------ი“) დარჩენილი მოწყობილობის, მექანიკური საამქროს ტერიტორიიდან გატანას ითხოვს და ამავდროულად, იხსნის პასუხისმგებლობას მისი შენახვისათვის. ის, რომ მშენებარე ხ----------ის დირექციის ბალანსზე რიცხული მოწყობილობა-დანადგარები, მათი მოძველებისა და გახშირებული ძარცვის გამო, წლების განმავლობაში ნამდვილად საჭიროებდა ადგილიდან გატანას, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის: მოწმეების - მ-----– ა--------ის (ხ----------ის დირექციის დირექტორი) სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული და დ----- მ---–----–--ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებითა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის - დ----- მ---–----–--ას 2000 წლის 5 აპრილს გამოცემული №-- ბრძანებით.

 

13. თუ სააპელაციო პალატა ამ ორი გარემოების მითითებისას (შესაბამისი პირების მხრიდან „ხ----------ის“ ბალანსზე არსებული ობიექტების დემონტაჟი და ჯართის გატანა), სახელმწიფოსათვის მატერიალური ზიანის მიყენებას გულისხმობს, აქ გასათვალიწინებელია, რომ საბრალდებო დასკვნის მიხედვით მ------ ნ-----–--–---–მა სსიპ „ე--------------–-ას“ ზარალი (33 580 ლარი) მიაყენა „შავი ლითონის ჯართის ღირებულების ხელოვნური შემცირებით“ და არა ისეთი ხელშეკრულების დამოწმებით, რომელშიც შპს „ა---------ს“ 2000 წლის 4 მაისს გარდაცვლილი პირი ვ-–- მ------ა წარმოადგენდა. ამდენად, ზემოაღნიშნული მასალების ანალიზით არ დასტურდება - „ხ----------ის“ ბალანსზე არსებული ობიექტების დემონტაჟითა და ჯართის გატანით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევის ფაქტი.

 

14. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევად აგრეთვე „რ------ის“ ფირმის დანადგარის არამითითებისამებრ გამოყენებულად მიჩნევის საკითხს, ამ ნაწილში საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საბრალდებო დასკვნა არ მოიცავს მოცემული ქმედების სამართლებრივ აღწერას.

 

15. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მ------ ნ-----–--–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებამ (მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო) ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ------ ნ-----–--–---–ს ბრალად აგრეთვე ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდებისა (სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ზემომითითებული - სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდი (სსკ-ის 341-ე მუხლი) შეაფასა ერთ ქმედებად - სამსახურებრივ გულგრილობად. ამდენად, წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 341-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მ------ ნ-----–--–---–მა, შპს „ა---------სათვის“ 5 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად შავი ლითონის გაბარიტული ჯართის მიღებაზე ნების დართვით, დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის (საბაზრო ფასი) მოთხოვნები, კერძოდ, მას ეკისრებოდა ვალდებულება, საბაზრო ფასის დადგენის შემდეგ განესაზღვრა კონკრეტული ფასი, რაც დადასტურებული იქნებოდა შესაბამისი დოკუმენტით. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ამ მოტივაციას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

17. 2000 წლის 19 ივლისს გაფორმებული N-- ხელშეკრულებით ერთი ტონა პროდუქციის ფასად განისაზღვრა 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა 2000 წლის 14 ივლისს „სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის შესახებ“ სამინისტროს 11.11.1998 წლის N------- ბრძანებით შექმნილი კომისიის N-- სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც, კომისია იძულებული იყო, სსიპ „ე--------------–-ის“ „მშენებარე ხ----------ის დირექციის“ ბალანსიდან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერასა და ლიკვიდაციას დასთანხმებოდა.

 

18. ზ--------ის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2004 წლის 22 დეკემბრის, ექსპერტ დ. ბ------–--ას მიერ შედგენილი N--- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2000 წლის ივლის-აგვისტოს მდგომარეობით, ზ--------–-, განხილული ხარისხის ერთი ტონა შავი ლითონის ჯართის ღირებულება შეადგენს 60 ლარს. ხელშეკრულებით მიღებული 5 აშშ დოლარის ეკვივალენტია 5 x 1.97 = 9.85 ლარი. 1 ტონა შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება (დაბა ჯ-----დან ზ---------მდე ტრანსპორტირებით დატვირთვა - ჩამოტვირთვაზე გაწეული ხარჯებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოკლებით) შეადგენს - 36.84 ლარს. სულ 988 ტონა განხილული სახის შავი ლითონის ჯართის ღირებულებამ შეადგინა იმავე პერიოდისათვის - 988 x 36.84 = 36 400 ლარი; ხოლო ფასთა სხვაობა რეალურ ღირებულებასა და „ე--------------–-ის“ მიერ მიღებულ თანხას შორის შეადგენს: 36 400 – 2816 = 33 580 ლარს.

 

19. საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება, რომ მ------ ნ-----–--–---–მა ფასის განსაზღვრის დროს იმოქმედა ერთპიროვნულად, კერძოდ: მოწმე ლ--–- ც----ამ (ე--------------–-ის იურიდიული სამსახურის უფროსი) სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შპს ”ა---------თან“ ხელშეკრულების დადების საკითხი ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო და არსებობდა ქონების მართვის სამინისტროსა და სათბობენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივი დასკვნაც. მ------ ნ-----–--–---–ი ერთპიროვნულად არ გადაწყვეტდა ჯართის გაყიდვისა და მისი ფასის დადგენის საკითხს.

 

20. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, რომ სსიპ „ე--------------–-ის“ იურიდიული სამსახურის უფროსის - ლ--–- ც----ას ჩვენების ნაწილი (როდესაც იგი ერთობლივ დასკვნაზე საუბრობს) არასანდოდ მიიჩნიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დასკვნა გამოძიებას არ მოუპოვებია. ლ--–- ც----ამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ზოგადად მ------ ნ-----–--–---–ი ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს არ იღებდა.

 

21. მ------ ნ-----–--–---–ის მიერ გადაწყვეტილების არაერთპიროვნულად მიღების ფაქტს ადასტურებს N-- ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში - 2000 წლის 28 ივლისს ,,ხ--------------–----------------–-ის” ბაზაზე რიცხული ობიექტების შესწავლის მიზნით, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2000 წლის 5 აპრილის №-- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის სხდომის ოქმიც. ოქმის მიხედვით, რაიონში რთული კრიმინოგენური ვითარება იყო; ობიექტები გეოგრაფიულად ძნელად მისადგომ ადგილებში იყო განლაგებული და მათი დემონტაჟი უკავშირდებოდა დიდ სირთულეებსა და ხარჯებს, რისი საშუალებაც ,,ე--------------–-ას” არ ჰქონდა; არსებობდა აღნიშნული ობიექტების სრულად განადგურების საფრთხეც. ამდენად, კომისიამ მისაღებად მიიჩნია შპს ,,ა---------ის“ მიერ შემოთავაზებული წინადადება. შპს ,,ა--------“ თავისი ტექნიკით, მუშა პერსონალით მოახდენდა ჩამოთვლილი ობიექტების დემონტაჟს, გადაზიდვას, საწყობებში მათ აწონვასა და სხვა ხარჯებთან დაკავშირებულ ყველა გადასახადებს გადაიხდიდა ერთპიროვნულად, რის შემდეგ ყოველი რეალიზებული ტონის საფასურად, ასევე გადაიხდიდა 5 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, იმდროისათვის შესაბამისი კურსით. კომისიამ რეკომენდაციის სახით რჩევა მისცა სსიპ ,,ე--------------–-ის” ხელმძღვანელობას, რომ მისაღებად მიეჩნია შემოთავაზებული წინადადება.

 

22. აღსანიშნავია, რომ ამ სხდომას ესწრებოდნენ: გ. ა----–---–--სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავჯდომარე); მ. ნ-----–--–---–ი - სსიპ ,,ე--------------–-ის” თავჯდომარე; გ. ბ--------–---–- - სსიპ ,,ე--------------–-ის” სექტორის უფროსი; მ. ა--------ე-სს ,,მშენებარე ხ----------ის დირექციის” დირექტორი; გ. ო---–---–--სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს რეფორმების დეპარტამენტის უფროსი; ვ. ჯ----------სსიპ ,,ე--------------–-ის” ჰიდროტექნიკური განყოფილების უფროსი; ო. ო---------სსიპ ,ე--------------–-ის” რეაბილიტაციისა და კაპ. მშენებლობის განყოფილების უფროსი; ნ. ე----------ინსტიტუტ ,,ჰ----------------ის” მთავარი ინჟინერი.

 

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოცემული საკითხის (შპს „ა---------ის“ მიერ შემოთავაზებული ფასის) კომისიის სხდომის ფარგლებში განხილვა და მსჯელობა (მ------ ნ-----–--–---–ის მონაწილეობით) გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა - მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს. წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ რომელიმე ორგანოს ან კომისიას შეუსაბამოდ მიეჩნია ხელშეკრულებით დადგენილი ფასი, რასაც შესაძლოა, გამოეწვია ხელშეკრულების პირობების ცვლილებაც, ვინაიდან N-- ხელშეკრულება არ კრძალავდა აღნიშნულს (ცვლილების შეტანას). საკასაციო პალატის მოცემული გადაწყვეტილების 21-ე და 22-ე პუნქტებში მითითებულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ცოტა ხანში შესაძლებელი იყო, ეს ობიექტები გაძარცულიყო სრულად, რის გამოც შპს ”ა---------ის” მიერ შეთავაზებული პირობები, ხ----------ის ტერიტორიაზე მძიმე კრიმინოგენური ვითარების გამო, მათ მისაღებად მიიჩნიეს და კომისიას არ გამოუთქვამს შენიშვნა ფასთან დაკავშირებით.

 

24. ამდენად, წარმოდგენილი საქმის არცერთი მასალა არ მიუთითებს, რომ მ------ ნ-----–--–---–მა ფასის დადგენასთან დაკაშირებით დაუდევარი დამოკიდებულება გამოიჩინა.

 

25. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მ------ ნ-----–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სსკ-ის 341-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდება (სამსახურებრივი სიყალბე) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე, (სამსახურებრივი გულგრილობა) როგორც ერთიან ქმედებაზე, ვინაიდან, მართალია, მ------ ნ-----–--–---–მა გააფორმა ერთი - N-- ხელშეკრულება, მაგრამ საბრალდებო დასკვნის თანახმად, მან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ქმედება განახორციელა: ,,ე--------------–-ის“ ინტერესების საზიანოდ, ნება დართო შპს „ა---------ს“ სიმბოლურ ფასად - 5 აშშ დოლარად მიეღო ჯართი და მეორე - თავისი ხელმოწერით დაამოწმა ისეთი ხელშეკრულება, რომელშიც შპს „ა---------ს“ წარმოადგენდა 2000 წლის 4 მაისს გარდაცვლილი დირექტორი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი მუხლით კვალიფიკაცია იმ შემთხვევაში იქნებოდა კანონიერი, თუკი ორი ქმედება ერთობლივად შექმნიდა დანაშაულის შემადგენლობას (მაგ: ძალადობა სსკ-ის 126-ე მუხლი და ძარცვა სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი - იმის მიხედვით, თუ რომელი მხარე ასაჩივრებს, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ერთ ქმედებად - 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის). მ------ ნ-----–--–---–ის ბრალდების შემთხვევაში კი ხელშეკრულების დამოწმება და ფასის განსაზღვრა ორი, განსხვავებული შინაარსის მატარებელი ქმედებაა, რომელიც საბრალდებო დასკვნით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორი სხვადასხვა მუხლით შეფასდა; შესაბამისად,მათი გაერთიანება და სხვა (სსკ-ის 342-ე) მუხლით დაკვალიფიცირება აღარ იძლევა - პირის მიმართ წარდგენილ ყოველ კონკრეტულ ბრალდებაზე სასამართლოთა მიერ სავალდებულო საპროცესო - სამართლებრივი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

26. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ------ ნ-----–--–---–ის სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ლეონტი ა----–---–-სსაკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მსჯავრდებულ მ------ ნ-----–--–---–ის ადვოკატების - გ---- ს------სა და ც------ წ--------–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი მ------ ნ-----–--–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში გაუქმდეს და საქმე შეწყდეს;

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე