1. საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, რომელიც მითითებულია საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში (წესდებაში, ხელშეკრულებაში, დებულებაში).
2. თუ საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ არის მითითებული საწარმოს საქმიანობის ადგილი, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი. საწარმოს ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო საწარმოს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში – არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. სათანადო ინფორმაციის არარსებობისა და საწარმოს ძირითადი საქმიანობის ადგილის განსაზღვრის შეუძლებლობის შემთხვევაში საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს მართვის ადგილი.
4. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ხელშეკრულების მონაწილე იმ პირის საქმიანობის ადგილი, რომელსაც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით აკისრია საქმეების მართვა. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე არის საქართველოს საწარმო ან რეზიდენტი ფიზიკური პირი, ერთობლივი საქმიანობის შედეგების აღრიცხვა გადასახადებით დაბეგვრის მიზნით მან უნდა აწარმოოს, მიუხედავად იმისა, ვის აკისრია საქმეების მართვა. თუ საქმეების მართვა არ აკისრია ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე მონაწილეს და ხელშეკრულების მონაწილეები ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილე საქართველოს საწარმოს საქმიანობის ადგილი. თუ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან და ისინი ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში – არსებული ინფორმაციის საფუძველზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ბს-831(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
…კანონი ადგენდა სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის, ქირის განსაზღვრისა და მიწის ფასის გადახდის წესს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს…
…საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციამ როგორც შემოწმებისას, ისე მოსარჩელის შესაგებლის განხილვისას, იხელმძღვანელა ძველი საგადასახადო კოდექსის დებულებებით და მოსარჩელეს 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე 57 194 ლარი დააკისრა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს “...” 2004-2005 წლებში რეალიზებული ჰქონდა სულ 538 255 ლარის ღირებულების თხევადი…
…აქტის მიმართ მოსარჩელემ წარადგინა შესაგებელი, რომელიც არ დაკმაყოფილდა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 07.06.05 წ. ¹449 ბრძანებით. ხსენებული ბრძანების მიღებისას მოპასუხემ იხელმძღვანელა 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლებით, თუმცა 22.12.04წ. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება 2005 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო…
…ინსპექციის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომებზე განმარტეს, რომ აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები მოგების გადასახადის დარიცხვისას ხელმძღვანელობდნენ საბაზრო ფასის დადგენის მეთოდით. საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაზრო ფასად ითვლებოდა თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდებოდა ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის…
…იყო. მოსარჩელეებმა ამხანაგობის სამართლებრივ და საგადასახადო ურთიერთობებთან დაკავშირებით, მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტზე, 27-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 206-ე მუხლზე, 266-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტზე, საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის X და XI კარებზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნეს, რომ…
…რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს…
…სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 70-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 27-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 17 ოქტომბრის №25673 ბრძანების…
…განხილვა (რადგან განხორციელებულია 5 500 000 ლარის პროექტი, კომპანიას მიღებული აქვს დაფინანსება სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი წყაროებიდან და ასევე, დამფუძნებლის მიერ ადგილი აქვს კაპიტალის ზრდას მასალების შესაძენად). ასევე, საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –…