1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;
დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;
ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;
ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №952 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018