„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3878-რს
სარეგისტრაციო კოდი
450140000.05.001.019282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს ირჩევს საქართველოს პარლამენტი  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურებს.“.

 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.“.

4. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

 5. 25-ე და 26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. 27-ე მუხლის მე-2−მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3878-რს