„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №264 |
|
2025 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებს;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტები (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მეშვეობით.“.
4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე¹“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 23-ე მუხლის:
ა) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11¹ პუნქტი:
„11¹. მთავრობა უფლებამოსილია, პარლამენტს წარუდგინოს აგრეთვე ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არ არის გათვალისწინებული მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით.“;
გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 37-ე მუხლის 7¹ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|