„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№394
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.017269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №394

2019 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების:
1.  მე-4 მუხლის:
ა)  მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ფინანსური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის სათავო ოფისს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტებს.“.

2.  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სამსახურში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;“.

3.  მე-13 მუხლის:
ა)  „ე1“, „ე2“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების თაობაზე წინადადებების შემუშავება;“.

4.  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით, საგადასახადო მონიტორინგით. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი;“;

ბ)  „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;“.

5.  177 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) საგადასახადო შემოწმების ხარისხის კონტროლის განხორციელება;

 ე2) საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების შემუშავება;“.

6.  178 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1.  ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2.  ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი