1. მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის;
დ) ფლობს აქციებს ან წილს სხვა მაუწყებელში ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;
ე) არის სხვა მაუწყებლის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.
2. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
3. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“– „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
4. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
5. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება, ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი.
7. მეურვე, გენერალური დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3461
- 22.05.2012 კანონი №6256
წინა რედაქცია (18.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. მეურვის, გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი 1. მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად: ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი; ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელისათვის; დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, როხვა მელიც ფლობს მაუწყებელობში ან იმ ს სფეაწარმოში, რომელიც ენზიას ან ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას; ე) არის თანამდებობის პირი, წხვა რმომადგენელი, რწმუნწყებული ან კონს ულტან ტი იმ პირისა, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი; ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას. 2. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 3. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“– „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 4. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 5. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არ ა აქვს უფლება, ეკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი. 7. მეურვე, გენერალური დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.