1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე საკრებულოს წევრები დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების, შექმნის თაობაზე.

2. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების, შექმნის შესახებ, ან ასეთი განაცხადების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ფრაქციების შექმნისთანავე დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს. დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულოს სხდომა.

4 .ახალარჩეული საკრებულო პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ირჩევს საკრებულოსს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს;

ბ) დადგენილებით ქმნის კომისიებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს;

გ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს

5.ამ საკითხებზე კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით (გარდა კომისიათა შემადგენლობისა