1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს მესტიის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე.. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.

2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა ორი მესამედისა.

3. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს უხუცეს საკრებულოს წევრს და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას.

4. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, საკრებულოს წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა საკრებულოს დროებითი სამანდატო და დროებითი ხმის დამთვლელი კომისიები 3-3 წევრის შემადგენლობით, რომლებიც თავიანთი წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვასთან ერთად. დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება საპროცედურო საკითხთა კომისიის დაკომპლექტებისთანავე.

5. მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და საკრებულოს დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ). დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს საკრებულოს, რომელიც დადგენილებით ცნობს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. ამ სიაში არ შედის იმ კანდიდატის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოა ან მისი კანონიერად არჩევის საკითხი გასაჩივრებულია სასამართლოში. აღნიშნული საკითხის შემდგომი განხილვა წარმოებს საპროცედურო კომისიაში

6.თუ საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. მომდევნო სხდომას იწვევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე საკრებულოს წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესი