2. საკრებულოს წევრად არჩეული პირების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (თუ რეგისტრაცია გაიარა ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა) სხდომას გახსნილად აცხადებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს მოხსენებას არჩევნების ჩატარების, მისი შედეგების, საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩეულად გამოცხადების შესახებ.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთაგან ასაკით უფროსი) წევრი. საკრებულოს უხუცესი წევრი (სხდომის თავმჯდომარე) ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრების (სხდომის დღის) ორგანიზებულად წარმართვისა და შესაბამისი საპროცედურო საკითხების მოგვარების მიზნით საკრებულოს სხდომის წინაშე სვამს სამანდატო კომისიის შექმნის საკითხს. სამანდატო კომისიას საკრებულოს წევრად არჩეულ პირთაგან სამი კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე და წევრები) საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის ახალარჩეული საკრებულო.
4. სამანდატო კომისიის უფლებამოსილება წყდება საკრებულოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით გამოვლენილი ფაქტების, საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ) სამანდატო კომისიის შექმნის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას.
6. სამანდატო კომისიის მიერ საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სამანადატო კომისია:
ა) განიხილავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო მასალებს;
ბ) ადგენს ახალარჩეულ საკრებულოს წევრთა საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის შემთხვევებს, რომლის შედეგებს ასახავს სამანდატო კომისიის დასკვნაში;
გ) ადგენს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საკრებულოს წევრად არჩეული პირების ერთიან სიას;
დ) საკრებულოს სხდომას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესაძლებლობის თაობაზე წარუდგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და წევრები;
ე) სხდომის მიმდინარეობის დროს უზრუნველყოფს კენჭისყრის შედეგების (ხმების) დათვლას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრისათვის აუცილებელი ბიულეტენების დამზადებას და ფარული კენჭისყრით ხმის მიცემის პროცედურის ორგანიზებას;
ზ) ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრების (სხდომის) დღეს უზრუნველყოფს პირველი სხდომის ორგანიზებულად წარმართვისათვის საჭირო სხვა პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას.
7. სამანდატო კომისიის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნის შემდეგ გრძელდება საკრებულოს სხდომა და სხდომის თავმჯდომარე სხდომის წინაშე სვამს საკითხს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე.
8. საკრებულო სამანდატო კომისიის დასკვნის საფუძველზე ღია კენჭისყრით, საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენ ლობის ერთი მესამედისა, განკარგულებით ცნობს ახალარჩეულ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას სამანდატო კომისიის მიერ შედგენილი ერთიანი სიით.
9. საკრებულოს განკარგულებაში საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკრებულოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს საკრებულო განიხილავს უახლოეს სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი საკრებულოს წევრად არჩეულად გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
11. საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის დადგენის შემთხვევაში, საკრებულოს შესაბამის ახალარჩეულ წევრს ეცნობება შეუთავსებელი საქმიანობის საკრებულოს უახლოეს სხდომამდე შეწყვეტის თაობაზე (ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კომისიას). საკრებულოს ახალარჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე საკრებულო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს, როგორც წესი, უახლოეს სხდომაზ