2. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების წერილობითი განცხადება (მას ხელს აწერს საკრებულოს ის წევრი, რომელიც ასახელებს საკრებულოს თავმჯდომარეობის მოცემულ კანდიდატს) წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ამ რეგლამენტით.

3. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.

4. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებ