ა) წარმოადგენს თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და საკრებულოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის -. ბათუმის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ხელს აწერს თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის და საკრებულოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და ახორციელებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ბ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებს, საკრებულოს ფინანსური სახსრების განკარგვასთან დაკავშირებულ და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომელიც ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ კანონმდებლობით ან/და ამ ბრძანებით სხვა ვადა არა არის განსაზღვრული;
დ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;
ვ) ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; თ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
ი) ხელს უწყობს საკრებულოსა და მერიის ურთიერთობასა და თანამშრომლობას;
კ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერს;
ლ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის მოვალეობის შესრულებას ავალებს მერის ერთ-ერთ მოადგილეს;
მ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს);
ნ) იღებს ზომებს საკრებულოსა და ცალკეული საკრებულოს წევრის უსაფრთხოებისა და მათი ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ო) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საკრებულოს შენობაში, საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის მუშაობას, ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს;
პ) უფლებამოსილია საკრებულოს წინაშე დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ, აგრეთვე, როგორც გამონაკლისი დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხის განხილვისა და კენჭისყრის თაობაზე;
ჟ) საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
3. საკრებულოს თავმჯდომარე კვარტალში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახე