1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს განსახილველი აქტის დასახელებას და სხდომას აცნობებს მომხსენებლის ვინაობას. მომხსენებელი არის საკრებულოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომლის საქმიანობის სფეროსაც ეს აქტი მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ავტორი საკრებულოს სხვა სუბიექტია (ფრაქცია, საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ,) მაშინ მომხსენებლად ინიშნება აღნიშნული პროექტის ავტორი (ინიციატორი).

2. მომხსენებელს პროექტის გასაცნობად ეძლევა 15 წუთი, რომელიც საკრებულოს მოახსენებს პროექტის ძირითად პრინციპებს, რეგულაციის ახალ წესებს და იმ ამოცანებს რომლებიც ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტას უკავშირდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე წინადადებას აძლევს საკრებულოს წევრებს მომხსენებლისათვის კითხვების დასმის თაობაზე, რომლისთვისაც თვითოეულ საკრებულოს წევრს ეძლევა ერთწუთიანი შეკითხვის დასმის დრო. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გაუგრძელოს დრო კითხვის ავტორს წინადადების დასრულების მიზნით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წუთისა.

3. მომხსენებლის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე ტრიბუნასთან მოუხმობს თანამომხსენებელს, ხოლო თუ ასეთი დანიშნული არ არის, მაშინ თვითოეული კომისიის თავჯდომარეს შესაბამისი კომისიის დასკვნის გასაცნობად ეძლევა 10 წუთის დრო. ამდენივე დრო გამოეყოფა ფრაქციების თავმჯდომარეებს, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, რომლებიც გამოხატავენ განსახილველი პროექტისადმი პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს. 10 წუთიანი გამოსვლის სარგებლობის უფლება აქვს აგრეთვე საკრებულოს წევრს, რომელიც გაწევრიანებული არ არის არც ერთ ფრაქციაში.

4. კამათის დასრულების შემდეგ, მომხსენებელს ეთმობა ტრიბუნა, რომელიც პასუხობს დასმულ კითხვებს და განმარტებას აძლევს პროექტის ცალკეულ ნორმებს.

5. ჩვეულებრივი პროცედურული წესით პროექტის განხილვა მიმდინარეობს ერთი წაკითხვით. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს კენჭისყრაზე დააყენოს საკითხი ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი თავებისა და მუხლობრივი განხილვას, თუ მთლიანობაში. თუ სხდომა მიიღებს მუხლობრივი განხილვის გადაწყვეტილებას, მაშინ მომხსენებელი იწყებს პროექტის თვითოეული მუხლის წაკითხვას და ყოველი მუხლის განხილვის შემდეგ კენჭი ეყრება განხილულ ნორმას. ცალკეული მუხლის განხილვის დროს, შესაძლებელია რედაქციული ფორმულირებების შეცვლა, რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს პროექტის შინაარსისა და პრინციპების ცვლილება.

6. ჩვეულებრივი პროცედურით განხილული პროექტი ან მისი შემადგენელი ნაწილი, მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

7. საკრებულოს ფრაქციას, საკრებულოს უმცირესობას, საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს, უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი პროექტის მიმართ ან პროექტის ცალკეული მუხლის მიმართ კენჭისყრაზე დააყენოს ალტერნატიული პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარე ალტერნატივის ინიციატორს აძლევს 5 წუთიანი გამოსვლის დროს, რომლის დასრულების ამდენივე დროს გამოუყოფს ძირითადი პროექტის მომხსენებელს. კენჭისყრის პროცედურის წინ ცხადდება, რომ პირველი კენჭისყრაზე დგება ალტერნატიული პროექტი. თუ ამ პროექტმა მიიღო საკრებულოს სხდომის მხარდაჭერა, მაშინ ალტერნატიული პროექტი მიღებულად ჩაითვლება და ძირითადი პროექტი განხილვიდან მოიხსნება, ხოლო თუ ალტერნატიულმა პროექტმა საკრებულოს წევრთა საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო, მაშინ ალტერნატიული პროექტი მოხსნილად ითვლება და კენჭი ეყრება ძირითად პროექტ