1.საკრებულო თავის სხდომაზე ჩვეულებრივი პროცედურით განიხილავს რეგულაციური ნორმატივებისა და წესების დამდგენ ადმინისტრაციული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს შემდეგ საკითხებზე:
ა) მესტიის თვითმმართველობის მუნიციპალური ორგანოების სამართლებრივი სტატუსის, ადგილსამყოფელის განსაზღვრისა და სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
ბ) მესტიის საკრებულოს თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და შენობა-ნაგებობების ნუმერაციის წესის დადგენა;
დ) შეკრებებეთან და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაციების დადგენა;
ე) მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენს;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებული პირის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა.
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლისა და მიწის რესურსების მართვის წესის დადგენა;
თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზების წესის დადგენა;
ი) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესის დადგენა; შინაური ცხოველების ყოლის წესის დადგენა;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა გადახდის წესების დადგენა;
ლ) მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
მ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა. ადგილობრივი სამგზავრო გადამყვანი, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. პარკირების წესების დადგენა;
ნ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა; ადგილობრივი არქივისა და არქივით სარგებლობის წესების დადგენა;
ო) საქართველოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა საკითხების მომზადება, განხილვა და მიღებ