1.ეს პროცედურები მოიცავენ სხვა პროცედურებისაგან გასხვავებულ წესებს, რომლებიც არეგულირებენ საკრებულოს პირველი სხდომის, ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა-მიღების, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, პეტიციით ინციირებული საკითხის განხილვა-მიღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ისეთი საკითხების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, რომლებსაც ესაჭიროებათ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევრის მხარდაჭერა.

2. ამ პროცედურით მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საკრებულოს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ქვეყნდება საერთო წესის მიხედვი