1.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე ახორციელებენ სამართლებრივ და დარგობრივ ზედამხედველობას.

2.სამართლებრივი ზედამხედველობის კანონით დადგენილ ფარგლებში მინიჭიბული კომპეტენციების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ სამართლებრივი აქტის საბოლოო იურიდიულ ძალაში შესვლისათვის დაწესებულია 15 დღიანი გადასინჯვის ვადა. თუ კანონით დადგენილ ამ ვადაში ზედამხედველმა სახელმწიფო ორგანომ საკრებულოში არ წარადგინა დასკვნა სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის საფუძვლით, მაშინ ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო კარგავს უფლებას საკრებულოს სამართლებრივი აქტის გასაჩივრებაზე და იგი იწყებს ამოქმედებას.

3.საკრებულო ვალდებულია მორიგ სხდომაზე განიხილოს საზედამხედველო ორგანოს მიერ შეტანილი დასკვნა და უარი განაცხადოს მის დაკმაყოფილებაზე. ასეთ შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ხელს უნდა აწერდეს საკრებულოს თავმჯდომარე. უარი მიიღება დადგენილების სახით, რომელიც დგება კენჭისყრაზე და მას მხარს უნდა უჭერდეს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

4.იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს საზედამხედველო ორგანოს დასკვნას, ან კიდევ თუ საზედამხედველო ორგანო შაეჩერებს, ან გააუქმებს საკრებულოს სამართლებრივ აქტს, მაშინ საკრებულო კენჭს უყრის წინადადებას ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ და ამისათვის დანიშნავს სასამართლოში საკრებულოს სახელით გამომსვლელ პირს. ამ პროცედურაზე ვრცელდება ჩეულებრივი გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი წესი.

5.თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ საზედამხედველო ორგანოს დასკვნა სამართლიანია, მაშინ იწყება დასკვნაში მითითებული შენიშვნების განხილვის პროცედურა, სადაც მომხსენებელად ინიშნება საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოყოფილი პირი და კენჭისყრაზე ერთიანად დგება დასკვნაში მითითებული საკითხების მისაღებობა. გადაწყვეტილება მიიღება ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით.

6.იმ შემთხვევაში, თუ საზედამხედველო ორგანოს დასკვნაში მითითებული საკითხები დაუსაბუთებელია, ან მისი სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ კამათს იწვევს, მაშინ შესაძლებელია კენჭისყრის გამართვამდე საკრებულოსა და საზედამხედველო ორგანოს შორის გაიმართოს კონსულტაციები. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს საკრებულოს წევრთაგან ჯგუფი და მისცეს დავალება კონსულტაციების გამართვის თაობაზე. თუ კონსულტაციის შედეგების მიხედვით შეთანხმება მიიღწევა, მაშინ საკრებულოს სხდომაზე კენჭი ეყრება შეთანხმებულ ვარიანტს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურა გაგრძელდება ჩვეულებრივი წესით.

თავი XVI . განსაკუთრებული პროცედურე