1. საკრებულოს ფრაქციას, საკრებულოს წევრს, ან წევრთა ჯგუფს უფლება აქვს შეკითხვის წესით მიმართოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს თანამდებობის პირებს და მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია.

2. იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი პასუხი ან მიღებული ინფორმაცია საკითხის თაობაზე თანამდებობის პირის მოწვევასა და საკრებულოს სხდომაზე მოსმენას მოითხოვს, მაშინ შეკითხვის ავტორს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვოს მის მიერ დასმული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა. სხდომაზე მოიწვევა შეკითხვის ადრესატი თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს 10 წუთიან მოხსენებას დასმულ კითხვაზე. შეკითხვის ავტორს ეძლევა 5 წუთი გამოსვლისა და შეფასებისათვის, ხოლო საკრებულოს წევრებს შეუძლიათ თითო შეკითხვა დაუსვან მომხსენებელს. მოსმენის პროცედურის დასრულების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე პროცედურას დასრულებულად აცხადებს ან კიდევ კენჭისყრაზე აყენებს საკითხს კომისიისათვის გადაცემისა და სრულყოფილად შესწავლისათვის, რომელიც შეიძლება გახდეს საკრებულოს სხდომის სპეციალური განსჯისა და პოლიტიკური შეფასების საგანი.

3.ინტერპელაცია არის საკრებულოს მიერ, კომისიის, ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის მერის ან მერიის თანამდებობის პირისადმი მიმართული მოთხოვნა განმარტების მისაღებად ან აღმასრულებელი ორგანოს მიერ გატარებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე ან კიდევ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირს შეეხება.

4.საკრებულოს წევრის წერილობითი შეკითხვა აღმასრულებელ ორგანოს მიმართ ინტერპელაციის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს ფრაქციას ან კომისიას, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და მოტივირებული. წერილობითი მოთხოვნა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ინტერპელაციაში დასმული საკითხის მომზადებისათვის აწესებს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეზე მეტს. საკრებულოს აპარატი ინტერპელაციის დოკუმენტს უგზავნის ადრესატს და მიუთითებს მისი მომზადების ვადებს. ინტერპელაციის საკრებულოს სხდომაზე განხილვა წარმოებს იგივე პროცედურული წესებით, რომელიც განსაზღვრულია საკრებულოს წევრის შეკითხვისათვის. ინტერპელაციის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს მისი აღძვრის მომენტიდან. ინტერპელაცია შეიძლება გახდეს გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი, რომელიც განსაკუთრებული პროცედურული წესით განიხილება.

5.იმ შემთხვევაში, როდესაც შეკითხვისა და ინტერპელაციის ავტორები მოითხოვენ საკითხის გადაგზავნას კომისიისათვის შესასწავლად, ან კიდევ უნდობლობის პროცედურის წამოწყებას, მაშინ კენჭი ეყრება საკითხს იმის თაობაზე, თუ ვინ არის მომხრე ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება მიიღება თუ მას მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ნახევარმა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. სხვა შემთხვევაში საკითხის მოსმენა ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომლის თაობაზეც აცხადებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე და შეიტანება სხდომის ოქმშ