1. საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის პროცედურა (მარტივი პროცედურა)

ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54 -ე მუხლით განსაზღვრულია საკითხები, რომლებზედაც საჭიროა საკრებულოს თანხმობა:

ა) მუნიციპალიტეტის მერის მიერ სესხის აღებაზე;

ბ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, დაფუძნებას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, მათ საწესდებო ფონდში მუნიციპალიტეტის წილობრივ მონაწილეობაზე;

გ) მოძრავი და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსაყიდლოდ, მისი სარგებლობის პირობით ან უპირობოდ გაცემაზე

დ) მუნიციპალური ქონების გასხვისებაზე;

ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე პირთა გათავისუფლებაზე ვალდებულების შეუსრულობლებისათვის ჯარიმებისა და საურავებისაგან;

2. თანხმობის მიღებას ესაჭიროება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე;

3.საკრებულოს უახლოესი სხდომა ცნობად იღებს იმ საკითხებს, რომლებზედაც ბიუროს მიერ საკრებულოს სახელით გაიცა თანხმობა. თანხმობის თაობაზე საკრებულოს მიერ ცნობად მიღება აისახება სხდომის ოქმში და ქვეყნდება საკრებულოს ვებ გვერდზ