1. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

2. საკრებულოს შეუძლია გააუქმოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ფორმდება განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ფიქსირდება ბიუროს სხდომის ოქმში.

თავი XII. საკრებულოს სხდომების პროცედურული ფორმე