1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს საკრებულომ. აღნიშნული საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა..
2. საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია ორი კვირის ვადაში ამოწმებს საკრებულოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას სხდომაზე წარუდგენს საკრებულოს. აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ საკრებულო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან მომენტიდან, რომელიც არ შეიძლება გაგრძელდეს ერთ სხდომაზე მეტი დროით..
3. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურას სხდომაზე უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია.
5. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ.
6. თუ საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი განხილვა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელი