1. საკრებულო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას;
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.მოადგილე აირჩევა იგივე წესით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე;
4. საკრებულოს თავმჯდომარე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არ ყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალების ან ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლების მიხედვით. მას უფლება არა აქვს განიხილოს ან გადაწყვიტოს ის საკითხები, რომლებიც სცილდება საკრებულოს თავმჯდომარის დავალების ფარგლების ან ბრძანებით განსაზღვრულ საკითხთა წრეს.