1. საკრებულოს ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სხდომების დღის წესრიგის პროექტს; უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული კომისიაზე განხილვის ვადები და წესი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს საკრებულოს სხდომების ციკლის სამუშაო გეგმას;

ბ)იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;

გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნებს, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, გადაწყვეტილების რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს;

დ) განიხილავს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომისიების დასკვნებს და აღნიშნულის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის მიცემის შესახებ;

ე) ამტკიცებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილ კომისიებში, დროებით სამუშო ჯგუფში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ვ) საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებებს;

ზ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ი) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

2. საკრებულოს ბიუროს მიერ თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში, საკითხი ან პროექტი უბრუნდება ინიციატორს და მისი ამოქმედება დაუშვებელია მანამდე, ვიდრე საკრებულოს ბიურო არ განიხილავს განახლებულ ვარიანტს და არ მისცემს შესაბამის თანხმობა