1. მერი საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან სამოქალაქო ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს.
2.თანხმობის მისაღებად მერი წერილობით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს და სთხოვს თანხმობა მისცეს ადმინისტრაციული ხელშეკრულის დადებისათვის. საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ მერი დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და წინადადებით შედის საკრებულოში საკრებულოს ბიუროს მიერ თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. ადმინისტრაციული ხელშკრულების (შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს) დადების ან გაუქმების ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ მერი.
4. საკრებულოს ბიუროს მიერ მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე).
5. საკრებულოს ბიურო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულოს ბიურო, ასევე უფლებამოსილია მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე.
6. შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით.
7. მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
8. სხვა სახის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებების დამტკიცების საკითხი წარმოებს ამ რეგლამენტით განსაზღვრული განსაკუთრებული პროცედური