1. საკრებულოს ბიურო მარტივი პროცედურის წესით განიხილავს წინადადებებს და რეკომენდაციებს საკრებულოს სახელით საჯარო განცხადების გამოქვეყნების თაობაზე;
2. საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ საკრებულოს ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი საკრებულოს მიერ განცხადების გაკეთების შესახებ, განცხადების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის პრობლემებზე პრესაში (მედიაში) გამოქვეყნებული მასალები, ან სახელმწიფო უწყებების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებსაც ესაჭიროება სათანადო პასუხი ან საკრებულოს პოზიციის გამოხატვა.
3. საკითხის ინიციატორის წინადადებას თან უნდა ერთვოდეს განცხადების პროექტი. აღნიშნული პროცედურების დროს საკრებულოს კომისიის წერილობითი დასკვნების მომზადება აუცილებელი არ არის, თუმცა ბიუროს სხდომაზე კომისიათა თავმჯდომარეები ვალდებულნი არიან გამოხატონ კომისიის პოზიცია. კენჭისყრა წარმოებს იგივე პროცედურით, რაც გათვალისწინებულია თანხმობის მიცემისათვის.
4. ანალოგიური წესით ხორციელდება საკრებულოს მიმართვებისა და რეზოლუციების მიღება.
5. საკრებულოს სახელით, საკრებულოს ბიუროს განცხადებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ქვეყნდება საჯარო წესით, რომელიც განთავსდება საკრებულოს ვებ-გვერდზე, ინტერნეტსაიტებზე და გადაეცემა ბეჭდურ მედიას გასავრცელებლად.
6. საკრებულოს უახლოესი სხდომა ცნობად იღებს საკრებულოს მიერ გაკეთებულ განცხადებას და ფიქსირდება სხდომის ოქმში.