1.საკრებულოს სხდომა განიხილავს სპეციალურ საკთხებს, რომელთა მომზადება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების კომნპეტენციას, მაგრამ საჭიროებს საკრებულოს მიერ მათ აუცილებელ დამტკიცებას.
2.საკრებულოს სხდომას უფლება აქვს ამ პროცედურით განიხილოს საკითხები, რომელთა მომზადება-მიღება მის კომპეტენციას მიეკუთვნება,;
3.სპეციალური პროცედურული წესები დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტების შესწორების ან დამატება-გადამუშავების პროცედურას არ მოიცავენ, არამედ კენჭი ეყრება წინადადებას მისი იმ სახით დამტკიცებას, როგორადაც საკითხი არის წარმოდგენილი დამტკიცების თაობაზე. საკრებულოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დამტკიცებულად ითლება, თუ მას მხარს უჭერს საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
4.თუ საკრებულოს სხდომა არ დაამტკიცებს მერის მიერ წარმოდგენილ საკითხს, მაშინ მერიას არა აქვს უფლება იმავე სახით აღნიშნული საკითხი წარუდგინოს საკრებულოს;
5.დამტკიცებული დოკუმენტის თაობაზე საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდა