1.საკრებულოს სხდომა სპეციალური პროცედურის წესით განიხილავს შემდეგ საკითხებს:
ა) მერიის მიერ ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცება;
ბ) მერიის დებულება, საშტატო ნუსხა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება.
გ) საპტრივატიზაციო ქონების ნუსხისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცება;
დ) სოციალურ-ეკონომიკური გეგმების, პროექტების და პროგრამების დამტკიცება;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის დამტკიცება;
ვ) მერიის ყოველწლიური შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
ზ) საკრებულოს კომისიებისა და აპარატის დებულებების , საშტატო ნუსხის დამტკიცება;
თ) საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამების დამტკიცება;
ი) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლა-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმის დამტკიცება;
კ) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური განვითარების პროგრამების დამტკიცება;
ლ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებეითი საქმიანობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება. ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთაეტრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების ფუნქციონირების ხელშმწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
მ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მაასობრივი სპორტის ხელშემწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ნ) გენდერული თანასწორობის ხელშწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება;
ო) დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (ეპიდემოლოგიური) მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
პ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ჟ) გარე ვაჭრობის, გამოფენის, ბაზრობებისა და ბაზრების რეგულირების წესების დამტკიცება;
რ) უსახლკაროთა, სოციალურად დაუცველთა, შეზღუდული უნარის მქონე პირთა, ბავშვებისა და ინვალიდების სოციალური რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება;
ს) გარე რეკლამის განთავსებისა და გავრცელების გეგმის დამტკიცება;
ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების განვითარების გეგმის დამტკიცება; ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
უ) სატრანსპორტო სისტემის ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება,ფ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დამტკიცება;
ქ) დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის დამტკიცება:
ღ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მასში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების დედგენილებების პროექტების დამტკიცება;
ყ) მუნიციპალიტეტის შექმნის (გაუქმების), ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის (შეცვლის) ,და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის დამტკიცება;
შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების დამტკიცება;
2.საკრებულო სპეციალური პროცედურით განიხილავს საკრებულოს წევრთა შეკითხვებისა და ინტერპელაციის საკითხებ