1. მარტივი პროცედურები გულისხმობს თანხმობის მიცემაზე საკრებულოს მიერ დადასტურებას, რომლებზედაც არსებობს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე, საკრებულოს მიერ განცხადებების , რეზოლუციებისა და მიმართვების მიღების პროცედურას.
2. სპეციალური პროცედურები გულისხმობს საკრებულოს მიერ იმ სამართლებრივ აქტებისა და გადაწყვეტილებების დამტკიცებას, რომლების მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის მიღებული ან ინიცირებული და საჭიროებს საკრებულოს მხრიდან სპეციალურ დადასტურებას ( დამტკიცებას);
3. ჩვეულებრივი პროცედურები გულისხმობს ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვას და მასზე გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ესაჭიროება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარის მხარდაჭერა, მაგრამ არანალკებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4. განსაკუთრებული პროცედურა მოიცავს საკრებულოს პირველი სხდომის, ბიუჯეტის მიღების, საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თანამდებობის პირთა გადაყენების წესებს, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, რომელთა მიღებას საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება და საკრებულოს კომპეტენციებს მიკუთვნებული განსაკუთრებული პრეროგატივებიდან გამომდინარეობენ;