2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, გარკვეული პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფროსი საკუთარი ინიციატივით, ან განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია, სხდომა გამოაცხადოს დახურულად.
4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და განმცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტრო