2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეალიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს სამინისტროს თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, აგრეთვე, სამსახურს – თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის შემუშავების თხოვნით.
3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება:
ა) თზ-ში შესატანი ან/და თზ-დან გასატანი საქონლის საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილები;
ბ) საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილიდან თზ-ში ან პირიქით გადაადგილების წესი;
გ) თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი.
4. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ნებისმიერი ღონისძიება თზ-ის მთელ ტერიტორიაზე.
5. თზ-ის ფუნქციონირებამდე შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:
ა) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტექნოლოგიური სქემის დამტკიცება;
ბ) ორგანიზატორის მიერ თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქემით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
დ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით სამსახურისათვის წარდგენა;
ე) თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
6. ორგანიზატორს უფლება აქვს, სამსახურისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 50%-ის ოდენობით წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის დადგენილი აუცილებელი პირობებიდან არ შეასრულოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.
7. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტანილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამუშავებული საქონლის (მათ შორის, ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან განადგურებ