2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია, რაც საკმარისია საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვნების განსაზღვრისათვის, აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციონირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ან მტკიცებულებებს, რომ დაკმაყოფილებულია თზ-ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
3. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან/და ორგანიზატორის სურვილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შესვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შეტანა, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პირის გასვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიიდან, აუცილებელია წარდგენილ იქნეს ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების, აგრეთვე, სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენდარული დღ