2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:
ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) შეთანხმებულ თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;
ბ) თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარმოქმნილი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, თზ-ის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში.
4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარადგინოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვეში.
5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენამდე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.
7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არაუგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.
8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურ