მუხლი 9🔗
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადა, რომელიც მოიცავს თზ-ის შექმნის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილებისა და დამატებების მიღების, საბაჟო გამშვები პუნქტების შექმნის, შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომზადების ვადა