ა) საბანკო გარანტია, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.ბ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) ბენეფიციარი;

ა.დ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება;

ა.ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორია;

ა.ვ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი;

ა.ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში. ამასთან:

ბ.ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორმით;

ბ.ბ) ორგანიზატორი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

ბ.გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

ბ.დ) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის დარიცხვა, აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება;

გ) დაზღვევის პოლისი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

გ.ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

გ.ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

გ.გ) დაზღვეული (მოსარგებლე);

გ.დ) დაზღვევის ობიექტი;

გ.ე) სადაზღვევო თანხა;

გ.ვ) დაზღვევის მოქმედების ტერიტორია;

გ.ზ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;

გ.თ) დადასტურება, რომ გარანტი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. გარანტიის დეპოზიტის სახით წარდგენის შემთხვევაში:

ა) საბაჟო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას. კერძოდ, ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თანხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდენობას. შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება;

ბ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან. შესაბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა;

გ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგისტრაცია ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს თზ-ის პერიმეტრზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლს.

3. გარანტიის საბანკო გარანტიის ან დაზღვევის პოლისით წარდგენის შემთხვევაში:

ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას/დაზღვევის პოლისს ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) საბანკო გარანტიის/დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსახური ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორ